მთავარ ნაწილზე გადასვლა

გამოყენების წესები

სადრააას გამოყენებით ამ წესებს ეთანხმები.

რა არის სადრააა

სადრააა უფასოდ გიჩვენებს, რა ხდება თბილისში, და გეხმარება გეგმის შექმნასა და მეგობრების მოწვევაში.

ბილეთებს არ ვყიდით

სადრააა ბილეთებს არ ყიდის და გადახდას არ იღებს. ფასი ისე წერია, როგორც ორგანიზატორი აცხადებს. ბილეთს ორგანიზატორისგან ყიდულობ, მისივე პირობებით.

ივენთების ინფორმაცია

ივენთებს ორგანიზატორების საკუთარი გვერდებიდან ვაგროვებთ, ორგანიზატორები კი თავადაც გვიგზავნიან. დრო, ფასი ან პროგრამა შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ წასვლამდე წყარო გადაამოწმე: ყველა ივენთს ბმული აქვს. შეცდომა თუ შენიშნე, ივენთის გვერდიდანვე შეგვატყობინე.

ივენთს ორგანიზატორი ატარებს და მასზე ის აგებს პასუხს, არა სადრააა.

ანგარიში

შესვლა ელფოსტაზე მოსული კოდით შეიძლება. ანგარიში ერთ ადამიანს ეკუთვნის და საიტზეც და აპშიც ერთია. შესვლის კოდი არავის გაუზიარო.

სადრააათი სარგებლობა 18 წლიდან შეიძლება. ანგარიშის შექმნით ადასტურებ, რომ 18 წლის ან უფროსი ხარ.

რასაც აქვეყნებ

გეგმაზე, კომენტარზე, ფოტოსა და ივენთზე, რომელსაც აქვეყნებ, პასუხს შენ აგებ. მათ მხოლოდ საიტზე და აპში ვაჩვენებთ, იმ ადამიანებს, ვისთვისაც არის. საჯარო გეგმას და გამოქვეყნებულ ივენთს ყველა ხედავს.

  • არ გამოაქვეყნო სხვისი პირადი მონაცემი ან ფოტო მისი თანხმობის გარეშე.
  • არ გამოაქვეყნო შეურაცხმყოფელი ან კანონსაწინააღმდეგო შინაარსი და სპამი.
  • არ გამოგზავნო სხვისი ივენთი ისე, თითქოს შენი იყოს.

მიუღებელ შინაარსსა და შეურაცხმყოფელ ქცევას არანაირ შემთხვევაში არ ვითმენთ.

აპში ნებისმიერ გეგმაზე, კომენტარზე, ფოტოსა თუ პროფილზე შეგიძლია საჩივარი გამოგზავნო, ადამიანი კი დაბლოკო. დაბლოკილის პოსტებსა და ფოტოებს აღარ დაინახავ, ერთმანეთს კი ვეღარც მოიწვევთ და ვეღარც გამოიწერთ.

ყველა საჩივარს ადმინისტრატორი ნახულობს. წესების დამრღვევ შინაარსს ვშლით, ასეთ საჯარო გეგმას კი საერთო სიიდან ვხსნით.

ახალი მასპინძლის პირველ საჯარო გეგმას საერთო სიაში გამოჩენამდე ადმინისტრატორი ამოწმებს.

წესების დამრღვევ ანგარიშს შეიძლება შევაჩეროთ: შეჩერებული ანგარიშით შესვლა აღარ შეიძლება, მისი გამოქვეყნებული შინაარსი კი აღარავის უჩანს.

აპში რაიმეს გამოქვეყნებამდე ამ წესებს უნდა დაეთანხმო.

ტექსტს, რომელსაც აქვეყნებ, ავტომატურად ვამოწმებთ: თუ მასში ისეთი სიტყვაა, რომელსაც არ ვაქვეყნებთ, ის არ შეინახება.

თუ შენს შინაარსს წავშლით ან ანგარიშს შევაჩერებთ, ელფოსტით მოგწერთ, რა გავაკეთეთ და რატომ. თუ ფიქრობ, რომ შევცდით, მოგვწერე: hello@sadraaa.com.

წესების განმეორებით დარღვევისას ანგარიშს ვაჩერებთ.

ორგანიზატორებისთვის

ივენთის გამოგზავნით ადასტურებ, რომ ივენთი შენია ან მისი გამოქვეყნების უფლება გაქვს. ახალი ორგანიზატორის ივენთს ჯერ ადმინისტრატორი ამოწმებს. ადმინისტრატორს შეუძლია ივენთი დამალოს ან მისი გამოქვეყნება უარყოს.

პასუხისმგებლობა

ვცდილობთ, ინფორმაცია ზუსტი იყოს და საიტი გამართულად მუშაობდეს, მაგრამ ამის გარანტიას ვერ მოგცემთ. საიტი შეიძლება დროებით მიუწვდომელი იყოს ან შეიცვალოს.

შეფასებები

შეაფასე მხოლოდ ის, რაც თავად ნახე: 1-დან 5 ვარსკვლავამდე და რამდენიმე სიტყვა. ერთ ადგილს ერთხელ აფასებ. შეფასების შეცვლა და წაშლა შეგიძლია, ადრინდელ ვერსიებს კი მოდერატორებისთვის ვინახავთ.

შეფასება საჯაროა: მასზე ჩანს შენი სახელი, გვარის პირველი ასო და ფოტო.

  • არ შეაფასო ადგილი, რომელსაც მართავ ან სადაც მუშაობ, და არც მისი კონკურენტი.
  • არ დაწერო შეფასება ფულის, ფასდაკლების ან საჩუქრის სანაცვლოდ.
  • ერთი და იგივე ტექსტი რამდენიმე ადგილზე არ დაწერო და რამდენიმე ანგარიში არ გამოიყენო.

კომპანია შეფასებას საჯაროდ პასუხობს, მაგრამ ვერც შლის და ვერც მალავს. კომპანიამ შეფასებისთვის არაფერი უნდა შესთავაზოს და არც უნდა მოითხოვოს. თუ შეფასება წესებს არღვევს, კომპანიას მისი გამოგზავნა შეუძლია, გადაწყვეტილებას კი მოდერატორი იღებს.

წესების დამრღვევ შეფასებას მოდერატორი ხსნის. საეჭვო შეფასება შეიძლება შემოწმებამდე დაიმალოს.

სიაში ადგილების რიგს მხოლოდ შეფასებები ადგენს: საშუალო ვარსკვლავი, შეფასებების რაოდენობა და სიახლე. რიგი არ იყიდება. დაწვრილებით წერია გვერდზე „როგორ ლაგდება სიები“.

რეკლამა და შეთავაზებები

ფასიან ადგილს ყოველთვის „რეკლამა“ აწერია და ჩანს, ვინ არის დამკვეთი. შეთავაზებას „შეთავაზება“ აწერია, ფასიან შეთავაზებას კი „რეკლამაც“.

რეკლამა სიისგან ცალკე დგას და მის რიგს ვერ ცვლის. რეკლამას ყველა ერთნაირად ხედავს: რეკლამისთვის შენს მონაცემებს არ ვიყენებთ და არავის ვუგზავნით.

შეთავაზებას კომპანია ჩვენს გუნდთან ათანხმებს და ადმინი აქვეყნებს. მის პირობებზე პასუხს კომპანია აგებს.

შეუფერებელი რეკლამა ან შეთავაზება შეგვატყობინე: hello@sadraaa.com.

პირადი მონაცემები

როგორ ვამუშავებთ მონაცემებს, წერია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

ცვლილებები და კონტაქტი

წესებს ცვლილებისას აქვე განვაახლებთ. კითხვები მოგვწერე: hello@sadraaa.com. ბოლო განახლება: 2026 წლის 19 ნოემბერი.

ასევე წაიკითხე კონფიდენციალურობის პოლიტიკა.