კონფიდენციალურობის პოლიტიკა
აქ წერია, რა მონაცემებს ინახავს სადრააა, რისთვის, ვის გადაეცემა და როდის იშლება.
ვინ ვართ
სადრააა (sadraaa.com) თბილისის ივენთების გზამკვლევია. აქ მეგობრებისთვის გეგმის შექმნა და მოწვევის გაგზავნაც შეიძლება. ბილეთებს არ ვყიდით და გადახდას არ ვიღებთ.
მონაცემების დამმუშავებელი (კონტროლერი): ინდივიდუალური მეწარმე ნიკოლოზ სომხიშვილი, პირადი ნომერი 01008061862, მისამართი: ბესარიონ ჟღენტის ქუჩა 71, ბინა 17.
კითხვები და მოთხოვნები მოგვწერე: hello@sadraaa.com. მოთხოვნას 10 სამუშაო დღეში ვპასუხობთ.
სადრააათი სარგებლობა 18 წლიდან შეიძლება.
რას ვინახავთ
- ანგარიში: ელფოსტის მისამართი და სახელი.
- პროფილი, თუ თავად შეავსებ: ფოტო, მოკლე ტექსტი შენ შესახებ და Instagram-ის სახელი.
- გეგმები, რომლებსაც ქმნი: სახელი, დრო, ადგილი, აღწერა, პოსტერი და მოწვეულები.
- შენი მონაწილეობა: პასუხი მოწვევაზე (მოდიხარ თუ არა, ვისთან ერთად, შენიშვნა), კომენტარები, ფოტოები, რეაქციები, ხმები და ვინ რას მოიტანს.
- რასაც ინახავ და მიჰყვები: შენახული ივენთები, ადგილები და ადამიანები, შენი მეგობრების ჯგუფები, შეტყობინებები და მათი პარამეტრები.
- ორგანიზატორისგან: გამოგზავნილი ივენთი, ადგილის მართვის მოთხოვნა და შეტყობინება შეცდომაზე.
- კომპანიის რეგისტრაციისას: კომპანიის იურიდიული სახელი, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი (ინდმეწარმისთვის ეს მისი პირადი ნომერია), იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის სახელი, ელფოსტა და ტელეფონი, კომპანიის გუნდის წევრები და მათი როლები, ასევე ჩვენი გუნდის შემოწმების შედეგი და შენიშვნა.
- კომპანიის გვერდზე: აღწერა, საჯარო კონტაქტი, მისამართები რუკის წერტილით, სამუშაო საათები, ფოტოები და მენიუ.
- გეგმის ადგილის ზუსტი წერტილი (კოორდინატები ან Google-ის ადგილის იდენტიფიკატორი), თუ Google Maps-ის ბმულს ჩასვამ. ბმულს არ ვინახავთ. მოკლე ბმულის გასახსნელად ჩვენი სერვერი Google-ს მიმართავს და ამ მოთხოვნას შენზე არაფერი ახლავს.
- პირადი კალენდრის მისამართი, თუ შექმნი: მხოლოდ მისი ანაბეჭდი (ჰეში), თავად მისამართი არ ინახება.
- აპში შეტყობინებების ჩართვისას: ტელეფონის შეტყობინებების ტოკენი (push token), ტელეფონის სისტემა (iOS ან Android) და ენა, რომელზეც შეტყობინებები მოგდის.
- საჩივრები, რომლებსაც აგზავნი, და ადამიანები, რომლებიც დაბლოკე.
- შეფასებები, რომლებსაც წერ: ვარსკვლავები, ტექსტი, თარიღი და ადრინდელი ვერსიები. კომპანიის პასუხზე ვინახავთ, ვინ დაწერა (ეს მხოლოდ ადმინისტრატორებს ჩანს).
- შეფასების დაწერისას შენი ქსელის ანაბეჭდი: IP მისამართის პირველი ნაწილის ჰეში, რომლითაც ყალბ შეფასებებს ვპოულობთ. თავად მისამართს შეფასებასთან არ ვინახავთ.
- წესებზე თანხმობის თარიღი და ვერსია.
- საჩივრებზე ადმინისტრატორების გადაწყვეტილებები: რა მოხდა, ვინ გადაწყვიტა და როდის.
- IP მისამართი, რომლითაც მოთხოვნების რაოდენობას ვზღუდავთ, მაგალითად შესვლის კოდებზე.
ატვირთულ ფოტოს თავიდან ვამუშავებთ და მისგან ვშლით ჩაშენებულ მონაცემებს, გადაღების ადგილის ჩათვლით (EXIF, GPS).
ივენთის გვერდის ნახვებსა და წყაროზე გადასვლებს დღეების მიხედვით ვითვლით. ეს რიცხვები ადამიანს არ უკავშირდება.
რეკლამისა და შეთავაზების ჩვენებებსა და დაჭერებს დღეების მიხედვით ვითვლით. ეს რიცხვებიც ადამიანს არ უკავშირდება.
ქუქი-ფაილები და აპის მეხსიერება
ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ ქუქი-ფაილებს: შესვლის სესიას (30 დღე) და ენის არჩევანს (1 წელი). სარეკლამო ან ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს და სხვა კომპანიების თვალთვალის სკრიპტებს არ ვიყენებთ.
აპი ქუქი-ფაილებს არ იყენებს: შესვლის გასაღებს ტელეფონის დაცულ მეხსიერებაში ინახავს. აპში შესვლა გამოსვლამდე მოქმედებს, ან ბოლო გამოყენებიდან 180 დღე, თუმცა მაქსიმუმ ერთი წელი.
რისთვის ვიყენებთ
- შესასვლელად და ანგარიშის დასაცავად.
- რომ შენი გეგმა და პასუხი დაინახონ ის ადამიანები, ვისთვისაც არის.
- შესვლის კოდისა და მასპინძლის შეტყობინებების ელფოსტით გასაგზავნად.
- შეხსენებებისა და შეტყობინებებისთვის საიტზე.
- აპში შეტყობინებების გასაგზავნად.
- თუ აპი გაქვს და დღით ადრე შეხსენება ან მასპინძლის შეტყობინება ტელეფონზე მოგივიდა, იმავეს ელფოსტით აღარ გიგზავნით.
- ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად: ამისთვისაა მოთხოვნების ლიმიტები, საჩივრები და დაბლოკვა.
მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.
რის საფუძველზე ვამუშავებთ
- ანგარიში, გეგმები, პასუხები და შეტყობინებები: ხელშეკრულების შესასრულებლად, ანუ რომ სადრააამ ის გააკეთოს, რისთვისაც მას იყენებ.
- ტელეფონის შეტყობინებები და კვირის რჩევები: შენი თანხმობით. თანხმობას აპის პარამეტრებში ნებისმიერ დროს გააუქმებ.
- მოთხოვნების ლიმიტები, საჩივრები, დაბლოკვა და ადმინისტრატორების გადაწყვეტილებები: ჩვენი კანონიერი ინტერესით, დავიცვათ ადამიანები და სერვისი ბოროტად გამოყენებისგან.
- შეფასების ქსელის ანაბეჭდი და საეჭვო შეფასებების შემოწმება: ჩვენი კანონიერი ინტერესით, რომ შეფასებები პატიოსანი დარჩეს.
- ის, რისი შენახვაც კანონით გვევალება: კანონით დადგენილი ვალდებულების შესასრულებლად.
მონაცემები საქართველოს გარეთ
ზოგიერთი სერვისი, რომელიც მონაცემებს ჩვენი დავალებით ამუშავებს, საქართველოს გარეთაა. Railway და Resend აშშ-ის კომპანიებია, მონაცემთა ბაზის ასლი Cloudflare R2-ის ევროკავშირის საცავშია.
აშშ-ში მონაცემების გადაცემის სამართლებრივ საფუძველს ჯერ ვაზუსტებთ და აქ დავწერთ. მანამდე კითხვები მოგვწერე: hello@sadraaa.com.
ვინ რას ხედავს
- პროფილს (სახელი, ფოტო, ტექსტი, Instagram) მხოლოდ საიტზე ან აპში შესული ადამიანები ხედავენ. ელფოსტა და ტელეფონის ნომერი პროფილზე არ ჩანს.
- საჯარო გეგმა ყველასთვის ჩანს. პირადი გეგმა სიებში არ ქვეყნდება და საძიებო სისტემებს მისი ინდექსაცია ეკრძალებათ.
- შეტყობინება ტელეფონის ჩაკეტილ ეკრანზე შეიძლება გეგმის ან ივენთის სახელით გამოჩნდეს. ამის დამალვა ტელეფონის პარამეტრებში შეიძლება.
- საჩივარს და მის გამომგზავნს მხოლოდ ადმინისტრატორები ხედავენ. ვისაც დაბლოკავ, ამის შესახებ შეტყობინება არ მოსდის.
- შეფასება ყველასთვის ჩანს, შენი სახელით, გვარის პირველი ასოთი და ფოტოთი. ელფოსტა და სრული გვარი არ ჩანს.
- კომპანიის იურიდიულ მონაცემებს, საიდენტიფიკაციო კოდს, საკონტაქტო პირს და გუნდის წევრებს მხოლოდ ამ კომპანიის გუნდი და ჩვენი ადმინისტრატორები ხედავენ. კომპანიის გვერდზე და აპში ჩანს მხოლოდ ის, რაც კომპანიამ გვერდისთვის დაწერა, და შემოწმებული კომპანიის ნიშანი.
- გეგმის ზუსტი წერტილი იმავე წესით ჩანს, როგორც მისი ადგილი: თუ ადგილი დამალულია, წერტილს მხოლოდ მასპინძლები და მომსვლელები ხედავენ.
ვინ ამუშავებს მონაცემებს ჩვენი დავალებით
- Railway: საიტი და მონაცემთა ბაზა Railway-ის სერვერზე მუშაობს (რეგიონი: EU (Amsterdam)).
- Resend: ელფოსტას ის აგზავნის. მას გადაეცემა მიმღების მისამართი და წერილის ტექსტი.
ივენთის პოსტერი ორგანიზატორის საიტიდან პირდაპირ შენს ბრაუზერში ან აპში იტვირთება, ამიტომ ის საიტი შენს IP მისამართს ხედავს. Instagram-ის პოსტი მხოლოდ მაშინ იტვირთება, როცა მის ჩვენებას თავად მოითხოვ.
რამდენ ხანს ვინახავთ
- შესვლის კოდი 10 წუთი მოქმედებს, საიტის სესია 30 დღე, აპში შესვლა კი ბოლო გამოყენებიდან 180 დღე, თუმცა მაქსიმუმ ერთი წელი. ვადაგასული კოდები და სესიები ყოველდღიური დასუფთავებისას იშლება.
- ლიმიტის ჩანაწერები, რომლებშიც IP მისამართია, ორ დღეში იშლება.
- წაკითხული შეტყობინებები ერთ წელიწადში იშლება.
- ტელეფონის შეტყობინებების ტოკენი იშლება, როცა აპიდან გამოხვალ, როცა აპი ტელეფონიდან წაიშლება, ან თუ აპს 30 დღე არ გახსნი.
- ატვირთული ფოტო, რომელსაც აღარაფერი იყენებს, ერთ კვირაში იშლება.
- ანგარიში და მასზე მიბმული ყველაფერი ინახება, სანამ ანგარიშს არ წაშლი.
- საჩივრები და ადმინისტრატორების გადაწყვეტილებები მათზე საჩივრის დახურვიდან ერთ წელს ინახება, მერე იშლება.
- შეფასება ინახება, სანამ თავად არ წაშლი ან ანგარიშს არ წაშლი. ქსელის ანაბეჭდი შეფასებიდან 30 დღეში იშლება.
- კომპანიის მონაცემები ინახება, სანამ კომპანია სადრაააზეა. მათ წასაშლელად მოგვწერე. ანგარიშის წაშლისას შენი წევრობა კომპანიაში მასთან ერთად იშლება.
- მონაცემთა ბაზის ასლს ყოველდღე ვაკეთებთ და 30 დღე ვინახავთ Cloudflare R2-ის საცავში, ევროკავშირში. წაშლილი მონაცემი ასლებიდანაც 30 დღეში ქრება.
შენი უფლებები
შეგიძლია გაიგო, რა მონაცემები გვაქვს შენ შესახებ, და მოითხოვო მათი გასწორება ან წაშლა. პროფილს საიტზე ან აპში თავად ასწორებ. მოთხოვნას 10 სამუშაო დღეში ვპასუხობთ.
თუ ფიქრობ, რომ შენს მონაცემებს კანონის დარღვევით ვამუშავებთ, შეგიძლია საჩივარი შეიტანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რომელსაც 2026 წლიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილებები აქვს.
ანგარიშს თავად შლი: აპში პროფილიდან („ანგარიშის წაშლა“) ან საიტზე, მისამართზე sadraaa.com/account/delete. თუ ვერ შედიხარ, მოგვწერე hello@sadraaa.com იმ მისამართიდან, რომლითაც შედიოდი. წაშლისას ქრება ანგარიში და მასზე მიბმული ყველაფერი: გეგმები, პასუხები, კომენტარები, ფოტოები, შენახული ივენთები და შეტყობინებები. გეგმები, რომლებსაც მასპინძლობ, იშლება და მომავალი გეგმების სტუმრებს ეცნობებათ, რომ გეგმა გაუქმდა. ორგანიზატორად გამოგზავნილი და უკვე გამოქვეყნებული ივენთი საჯარო სიაში რჩება, თუ მის წაშლასაც არ მოითხოვ.
ცვლილებები
ამ ტექსტს ცვლილებისას აქვე განვაახლებთ. ბოლო განახლება: 2026 წლის 19 ნოემბერი.
ასევე წაიკითხე გამოყენების წესები.