კითხვები სადრაააზე

მოკლე პასუხები: რა არის სადრააა, როგორ შეხვალ და ვინ რას ხედავს.

რა არის სადრააა?

სადრააა თბილისის აპია, სადაც ჩანს, სად რა ხდება ქალაქში, და იქვე იწყობა გეგმა მეგობრებთან. ივენთებს ადგილები, ორგანიზატორები და ადამიანები თავად აქვეყნებენ.

ბილეთს ყიდით?

არა. სადრააა აჩვენებს დღეს, დროს, ადგილს, წყაროს და ფასს, როცა ორგანიზატორი წერს. ბილეთი და დეტალები ორგანიზატორის გვერდზეა, და ივენთის გვერდიდან იქ გადახვალ.

როგორ შევიდე?

ჩაწერე ელფოსტა, და ერთჯერადი კოდი მოგივა. კოდი 10 წუთი მოქმედებს. პაროლი არ გჭირდება.

ანგარიში ცალკე უნდა გავხსნა?

არა. შესვლის ფორმა ერთია: თუ ელფოსტა ახალია, ანგარიში თავისით შეიქმნება. ჩაწერე სახელი, რომ მეგობრებმა გიცნონ.

აპი უნდა გადმოვწერო?

არა. სადრააა ბრაუზერში მუშაობს, sadraaa.com-ზე. თუ გინდა, ტელეფონის მთავარ ეკრანზე დაამატე.

მეგობრებს აპი სჭირდებათ?

დაყენება არა. ბმული ჩატში გაუგზავნე: გეგმას ბრაუზერში გახსნიან, პასუხისთვის კი შესვლა სჭირდებათ.

ვინ ხედავს ჩემს გეგმას?

გეგმა დახურულია და საჯარო სიაში არ ჩანს: ხედავს ის, ვისაც ბმულს გაუგზავნი. მისამართი შეგიძლია მხოლოდ მომსვლელებს აჩვენო. შენახულ ივენთებს ნაცნობები მხოლოდ მაშინ ხედავენ, თუ თავად ჩართავ.

საიდან მოდის ივენთები?

ადგილები, ორგანიზატორები და ადამიანები თავად აქვეყნებენ, ნაწილს კი ჩვენ ვამატებთ საჯარო გვერდებიდან. ყოველ ივენთზე წყაროს ბმულია.

ივენთში შეცდომაა. რა ვქნა?

ივენთის გვერდზე დააჭირე „შეცდომაა? შეგვატყობინე“, და შევამოწმებთ.

ორგანიზატორი ვარ. რა ღირს?

დამატება უფასოა. ფორმით გამოგზავნილი ივენთი შემოწმების შემდეგ ქვეყნდება, სანდო ორგანიზატორი კი პირდაპირ აქვეყნებს.

ინგლისურად მუშაობს?

ინტერფეისი ქართულად და ინგლისურადაა. ივენთის სათაური და აღწერა ისეა, როგორც ორგანიზატორმა დაწერა.

ორი მოკლე პასუხი

ბილეთს არ ვყიდით. პაროლი არ გჭირდება.

დაგვიკავშირდი

  • ივენთში შეცდომაა

    ივენთის გვერდზე დააჭირე „შეცდომაა? შეგვატყობინე“.

  • ეს შენი ადგილია?

    ადგილის გვერდზე მართვა მოითხოვე.

  • შენი ივენთი შეიცვალა

    შეცვლა და გაუქმება „ჩემი გამოგზავნილები“ გვერდიდან შეგიძლია.

  • სხვა ყველაფერი

    მოგვწერე: hello@sadraaa.com

პასუხი ვერ იპოვე? მოგვწერე.

ელფოსტა: hello@sadraaa.com