გამოყენების წესები
სადრააას გამოყენებით ამ წესებს ეთანხმები.
რა არის სადრააა
სადრააა უფასოდ გიჩვენებს, რა ხდება თბილისში, და გეხმარება გეგმის შექმნასა და მეგობრების მოწვევაში.
ბილეთებს არ ვყიდით
სადრააა ბილეთებს არ ყიდის და გადახდას არ იღებს. ფასი ისე წერია, როგორც ორგანიზატორი აცხადებს. ბილეთს ორგანიზატორისგან ყიდულობ, მისივე პირობებით.
ივენთების ინფორმაცია
ივენთებს ორგანიზატორების საკუთარი გვერდებიდან ვაგროვებთ, ორგანიზატორები კი თავადაც გვიგზავნიან. დრო, ფასი ან პროგრამა შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ წასვლამდე წყარო გადაამოწმე: ყველა ივენთს ბმული აქვს. შეცდომა თუ შენიშნე, ივენთის გვერდიდანვე შეგვატყობინე.
ივენთს ორგანიზატორი ატარებს და მასზე ის აგებს პასუხს, არა სადრააა.
ანგარიში
შესვლა ელფოსტაზე მოსული კოდით შეიძლება. ანგარიში ერთ ადამიანს ეკუთვნის. შესვლის კოდი არავის გაუზიარო.
რასაც აქვეყნებ
გეგმაზე, კომენტარზე, ფოტოსა და ივენთზე, რომელსაც აქვეყნებ, პასუხს შენ აგებ. მათ მხოლოდ საიტზე ვაჩვენებთ, იმ ადამიანებს, ვისთვისაც არის. საჯარო გეგმას და გამოქვეყნებულ ივენთს ყველა ხედავს.
- არ გამოაქვეყნო სხვისი პირადი მონაცემი ან ფოტო მისი თანხმობის გარეშე.
- არ გამოაქვეყნო შეურაცხმყოფელი ან კანონსაწინააღმდეგო შინაარსი და სპამი.
- არ გამოგზავნო სხვისი ივენთი ისე, თითქოს შენი იყოს.
ორგანიზატორებისთვის
ივენთის გამოგზავნით ადასტურებ, რომ ივენთი შენია ან მისი გამოქვეყნების უფლება გაქვს. ახალი ორგანიზატორის ივენთს ჯერ ადმინისტრატორი ამოწმებს. ადმინისტრატორს შეუძლია ივენთი დამალოს ან მისი გამოქვეყნება უარყოს.
პასუხისმგებლობა
ვცდილობთ, ინფორმაცია ზუსტი იყოს და საიტი გამართულად მუშაობდეს, მაგრამ ამის გარანტიას ვერ მოგცემთ. საიტი შეიძლება დროებით მიუწვდომელი იყოს ან შეიცვალოს.
პირადი მონაცემები
როგორ ვამუშავებთ მონაცემებს, წერია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
ცვლილებები და კონტაქტი
წესებს ცვლილებისას აქვე განვაახლებთ. კითხვები მოგვწერე: hello@sadraaa.com. ბოლო განახლება: 2026 წლის 18 ნოემბერი.
ასევე წაიკითხე კონფიდენციალურობის პოლიტიკა.